logo logo

0322420442 ორშ - კვირა (10:00 - 02:00) ჩვენი დაფარვის ზონა
en  
პროფილი
კალათა

0 b

0

კალათა ცარიელია

როგორ მუშაობს

ფილიალში უკვეს ქულების დაგროვების წესები&პირობები

 „უკვეს” ლოიალობის პროგრამის წესები და პირობები

1.ზოგადიდებულებები

1.1შპს „უკვეს“ (ს/კ: 404474662; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, თაქთაქიშვილის ქ., N10, კომერციული ფართი N4; შემდგომში - „კომპანია“) ლოიალობისპროგრამის წესების და პირობების (შემდგომში - „წესები და პირობები”) შემუშავებისმიზანსწარმოადგენს „უკვეს” ლოიალობის ბარათის (შემდგომში - „ბარათი“) გაცემის (მომხმარებლის რეგისტრაციის), ბარათით სარგებლობის, მომხმარებლის/მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის განსაზღვრა, ხოლო თავად ლოიალობის პროგრამის მიზანია მომხმარებლებთანუკუკავშირისდამყარება, ერთგულიმომხმარებლებისთვისდამატებითისარგებლისშეთავაზება, კომპანიისგაყიდვებისზრდისსტიმულირება, მომხმარებელთაკმაყოფილებისდონისამაღლებადამარკეტინგულიაქტივობებისმეშვეობითკომპანიისსაქმიანობისპოპულარიზაცია;

1.2“უკვეს” ლოიალობის პროგრამაში ჩართვა და ლოიალობისბარათით სარგებლობა სრულიად ნებაყოფლობითია, შესაბამისად, მომხმარებელი თავად წყვეტს ჩაერთოს ლოიალობის პროგრამაში და ისარგებლოს კომპანიისგან მინიჭებული ბენეფიტებით, თუ ისე შეიძინოს კომპანიისგან შესაბამისი პროდუქტი, რომ არ ფლობდეს ლოიალობის ბარათს. ამასთან, მომხმარებელი აცნობიერებს, რომ ლოიალობის პროგრამაში ჩართვით ის გადასცემს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს კომპანიას, რომელიც შემდგომში გამოყენებული იქნება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვისაც.

1.3ლოიალობის პროგრამაში ჩართვით მომხმარებელს ენიჭება უფლება, რომ „უკვეში“ პროდუქტების შეძენით დააგროვოს ქულები ბარათზე და შემდგომ გახარჯოს ამავე კომპანიაში შესაბამისი პროდუქტის მიღების სანაცვლოდ.

2.მომხმარებლის რეგისტრაცია

2.1 ლოიალობის პროგრამაში შეუძლია ჩაერთოს საქართველოს მოქალაქე ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელმაც მიაღწია 16 წლის ასაკს. იმისათვის, რომ შეძლოს 16 წელს მიუღწეველმა პირმა ლოიალობის პროგრამაში ჩართვა, აუცილებელია, რომ აღნიშნულის თაობაზე თანხმობა გამოხატოს კომპანიაში მისმა მშობელმა ან სხვა კანონიერმა წარმომადგენელმა.

2.2 მომხმარებელი ლოიალობის პროგრამაში რეგისტრირდება “უკვეს” სავაჭრო ობიექტში, სპეციალური QR კოდის მეშვეობით. QR კოდის დასკანერებისას მომხმარებელი გადადის სარეგისტრაციო ფორმაზე, სადაც ავსებს მის პერსონალურ მონაცემებს:

Øსახელი,გვარი;

Øპირადინომერი;

Øდაბადებისთარიღი;

Øელექტრონული ფოსტის მისამართი;

Øსაკონტაქტოტელეფონისნომერი;

Øსქესი;

2.3 სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ მომხმარებელი ეცნობა წინამდებარე წესებს და პირობებს და თანხმობის შემთხვევაში, ადასტურებს წინამდებარე დოკუმენტის შინაარსს “ვეთანხმები წესებს და პირობებს”მონიშვნის გზით.

2.4 სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ მომხმარებელი რეგისტრირდება ლოიალობის პროგრამაში და მის სახელზე იქმნება ლოიალობის ვირტუალური ბარათი, რის დასადასტურებლადაც მომხმარებელს  ეგზავნება SMS შეტყობინება მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.

3.ლოიალობის ბარათით სარგებლობის წესი და ბენეფიტები

3.1 იმისათვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს ბარათით სარგებლობა და ქულების დაგროვება, კომპანიაში პროდუქტის შეძენისას მომხმარებელმა კომპანიის წარმომადგენელს უნდა გაუზიაროს მისი პირადი ნომერი და ის ტელეფონის ნომერი, რომელიც მითითებული ჰქონდა სარეგისტრაციო ფორმაში.

3.2 კომპანიაში პროდუქტის შეძენისას ყოველ დახარჯულ 20 ლარზე მომხმარებელს ვირტუალურ ბარათზე ერიცხება 1 ქულა (20 ლარზე ნაკლები ან მეტი ღირებულების პროდუქტის შეძენისას ქულა მომხმარებელს დაერიცხება შესაბამისი პროპორციით). დაგროვებული 1 ქულა უდრის 1 ლარს.

3.3ვირტუალურ ბარათზე დარიცხული ქულებით მომხმარებელი უფლებამოსილია შეიძინოს კომპანიაში საკვები პროდუქტი. იმ შემთხვევაში, თუ დარიცხული ქულა არ იქნება საკმარისი კონკრეტული პროდუქტის შესაძენად, მომხმარებელი უფლებამოსილია დარჩენილი სხვაობის გადახდა უზრუნველყოს ფულადი ანგარიშსწორებით.

3.4კომპანიაში ბარათისგამოყენებაშეუძლიამხოლოდბარათისმფლობელს. დაგროვებული ქულების გამოყენებისას მომხმარებელი ვალდებულია კომპანიის წარმომადგენელს წარუდგინოს მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი.

3.5ლოიალობის პროგრამაში ჩართული მომხმარებელი შესაძლოა სარგებლობდეს კომპანიის მიერ დადგენილი სხვა ბენეფიტებით, რის თაობაზეც კომპანია დამატებით აცნობებს მომხმარებელს.

4.ბარათის/დაგროვებული ქულების გაუქმება

4.1ლოიალობის ბარათიექვემდებარებაკომპანიისმიერცალმხრივადგაუქმებას, თუმომხმარებელიშემჩნეულიიქნებაბარათისგამოყენებისთაღლითურქმედებაშიანიარსებებსმისმიმართთაღლითურიქმედებისგონივრულიეჭვი;

4.2ბარათზედაგროვებულიქულებისგაუქმებამოხდებაყოველიწლის 31 დეკემბერს

4.3იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი გამოიხმობს მის თანხმობას მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავებაზე წინამდებარე დოკუმენტის მე-5 მუხლით გათვალისწინებული წესით, მომხმარებელი ვეღარ ისარგებლებს ლოიალობის პროგრამით მინიჭებული ბენეფიტებით და მისი ბარათის გაუქმებას უზრუნველყოფს შპს „უკვე“. ვირტუალური ბარათის გაუქმებამდე ბარათზე დარიცხული ქულები მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს ბარათის გაუქმებიდან შემდგომი 10 (ათი) დღის განმავლობაში.

5.  პერსონალური მონაცემების დამუშავება

5.1  მომხმარებელი აცნობიერებს, რომ მისი ლოიალობის პროგრამაში ჩართვის და ბარათით სარგებლობის მიზნებისთვის კომპანია დაამუშავებს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს, კერძოდ,სახელს, გვარს, პირად ნომერს, დაბადების თარიღს, ასაკს, სქესს, ტელეფონის ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, „უკვეში“ განხორციელებული აქტივობების, მათ შორის, შეძენილი პროდუქტების დასახელებების, ბარათზე დარიცხული და გახარჯული ქულების შესახებ.

5.2  ამასთან, მონაცემთა სუბიექტი აცნობიერებს და გამოხატავს თანხმობას, რომ მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს „უკვეს“ მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით, კერძოდ, მომხმარებელი გასცემს თანხმობას შემდეგზე: „უკვესგან“, მათ შორის, „უკვეს“ დაკვეთით და მისი სახელით მოქმედი პირებისაგან, პერიოდულად მიიღოს მოკლე ტექსტური (SMS), ხმოვანი, ელექტრონული და სხვა სახის შეტყობინებები, მათ შორის, ხმოვანი სატელეფონო ზარები, ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის, სოციალური ქსელების ან სხვა ელექტრონული საშუალებით, „უკვეს“ პროდუქტის, იდეის, მომსახურების, ფასდაკლების, აქციის, წამოწყების, წამახალისებელი ან სხვა გათამაშებების, პროექტების ან/და „უკვეს“  პარტნიორი ორგანიზაციების ერთობლივი პროექტების თაობაზე, მიიღოს დაბადების დღის, დღესასწაულებისა და სხვა მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი თარიღების თაობაზე მილოცვები, ინფორმაცია „უკვეში“ არსებული სამუშაოებისა და ვაკანსიების თაობაზე, ასევე, სხვა ნებისმიერი სახის სარეკლამო/მარკეტინგული შეთავაზებები.

5.3  ამასთან, მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ „უკვეს“ მიერ გაწეული მომსახურების, პროდუქტის/თანამშრომლის მომსახურების შეფასების მიზნით განხორციელდეს ხარისხის შეფასების კვლევა, რა მიზნითაც, სატელეფონო, მოკლე ტექსტური ან ელექტრონული შეტყობინებების მეშვეობით დამყარდეს მასთან კომუნიკაცია.

5.4  მომხმარებელი ადასტურებს ინფორმირებულობას საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული  უფლებების თაობაზე, მათ შორის, უფლებაზე,  ნებისმიერ დროს გამოითხოვოს  მის მიერ გამოხატული ნება მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის გზით დამუშავებაზე შემდეგი საშუალებებით:

Ø  SMS შეტყობინების მიღებისას - SMS OFF-ის გამოყენებით, რომელიც უფასოა და არ საჭიროებს დამატებით ხარჯის გაწევას;

Ø  ელ.ფოსტის მისამართზე შეტყობინების მიღებისას - უფასოდ, ამავე ელ.ფოსტის მისამართზე უარის დაფიქსირებით.

Ø  ან ნებისმიერ დროს, „უკვეს“ ცხელ ხაზზე (0322 42 04 42) დარეკვის გზით.

5.5  შპს „უკვეს“, როგორც მონაცემთა დამუშვებაზე პასუხისმგებელს პირს აქვს მომხმარებლის მიერ მიმართვიდან არაუმეტეს 7 (შვიდი) სამუშაო დღე მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავების შესაწყვეტად.

5.6  მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისგან მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად უსასყიდლოდ მიიღოს  შემდეგი ინფორმაცია:

Ø  მის შესახებ იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემის დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ;

Ø  მონაცემთა შეგროვების /მოპოვების წყაროს შესახებ;

Ø  მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე;

Ø  მონაცემთა გადაცემის სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნების, აგრეთვე მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ, თუ მონაცემები გადაეცემა სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას;

Ø  მონაცემთა მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე, თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა;

Ø  ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე მონაცემთა დამუშავებაზე მისი გავლენისა და დამუშავების მოსალოდნელი /სავარაუდო შედეგის თაობაზე.

5.7 მომხმარებელს აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, რაც შესაძლოა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება მას.

5.8 მომხმარებელი ადასტურებს, რომ ინფორმირებულია მისი უფლების შესახებ, რომ უფლება აქვს დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მის შესახებ მცდარი, არაზუსტი ან /და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან /და შევსება, შესაბამისად, წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა მონაცემები უნდა გასწორდეს, განახლდეს ან /და შეივსოს ან ეცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განემარტოს უარის გასაჩივრების წესი. ამასთან, თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი მისგან დამოუკიდებლად გამოავლენს, რომ მის ხელთ არსებული მონაცემები მცდარი, არაზუსტი ან /და არასრულია, მან გონივრულ ვადაში უნდა გაასწოროს, განაახლოს ან /და შეავსოს მონაცემები და მონაცემთა გასწორებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამის შესახებ აცნობოს მომხმარებელს, როგორ მონაცემთა სუბიექტს.

6.  დასკვნითი დებულებები

6.1  წინამდებარე წესები და პირობები იმავდროულად განთავსებულია ვებსაიტზე და მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დროს გაეცნოს მას.   

6.2  წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;

6.3  ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხარეთა შორის, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ თბილისის საქალაქო სასამართლოს.

6.4  მომხმარებელი უფლებამოსილია წარუდგინოს კომპანიას პრეტენზია ზეპირი ან წერილობითი ფორმით. ზეპირი ფორმით პრეტენზიის დაფიქსირება შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზზე, ხოლო წერილობითი ფორმით პრეტენზიის დაფიქსირების შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს კომპანიას მის იურიდიულ მისამართზე ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნის გზით.

6.5  კომპანია განიხილავს მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ პრეტენზიას შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) დღის ვადაში და კომუნიკაციის იმავე ფორმის გამოყენების გზით შეატყობინებს მომხმარებელს დაფიქსირებული პრეტენზიის განხილვის შედეგებს.

6.6  მომხმარებლის უფლებების დარღვევის თაობაზე პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს საჯარო სამართის იურიდიულ პირს, საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს. აღნიშნული უფლების არსებობა მომხმარებელს არ ართმევს უფლებას მიმართოს სასამართლოს.

6.7  იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა სუბიექტს ექნება პრეტენზია მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე, უფლება აქვს მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.


საკურიერო მომსახურების გაწევის დრო

საკურიერო მომსახურების გაწევის დრო განისაზღვრება შეკვეთის შემოსვლიდან 35-60 წუთის განმავლობაში. დამოკიდებულია სამზარეულოს დატვირთულობაზე.


თანხის უკან დაბრუნების პოლიტიკა

თანხა ბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ხარვეზს აქვს ადგილი უკვეს მხრიდან. თანხის დაბრუნება ხდება იგივე ანგარიშზე შეკვეთის დაფიქსირებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში

შეკვეთის გაუქმების პოლიტიკა

შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია შეკვეთის დაფიქსირებიდან 5 წუთის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ მიუთითებთ არასწორ საკონტაქტო ნომერს და მისამართიც არ გექნებათ ზუსტად მითითებული, კურიერი ვერ მოახერხებს თქვენთან დაკავშირებისას და შეკვეთა გაუქმდება. გადახდილი თანხა უკან არ დაბრუნდება.


კონფიდენციალურობა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ქვემოთ მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად, ფუნქციონირებს ვებგვერდი (www.ukve.ge), რომელიც გიწევთ მომსახურებას.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა გამოიყენება იმისათვის, რომ ვებგვერდის მომხმარებელი გაეცნოს ჩვენ პოლიტიკას პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან, გამოყენებასთან და გამჟღავნებასთან დაკავშირებით.

თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით, მაშინ თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ჩვენ შევაგროვოთ და გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია ანალიზის პროცესში მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. ჩვენ არ გამოვიყენებთ, ან არ გავაზიარებთ მიღებულ ინფორმაციას ამ პოლისით განსაზღვრული წესების საწინააღმდეგოდ.

ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება

მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად ჩვენ შეიძლება გთხოვოთ გარკვეული სახის პერსონალური ინფორმაციის მოწოდება, რითაც შევძლებთ თქვენ იდენტიფიცირებას. ეს მოიცავს, მაგრამ არ არის შეზღუდული სახელით, ტელეფონის ნომრი, დაბადების თარიღი, შესყიდვის ინფორმაციი, საფოსტო ინდექსი, ფინანსური ინფორმაციი (რაც გულისხმობს თქვენი საკრედიტო ან სადებეტო ბარათის დეტალებს) და ა.შ. გაზიარებას. ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ გამოიყენება თქვენთან საკონტაქტოდ, ან თქვენი იდენტიფიცირებისათვის.

ჩვენ ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე. არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არაკეთილსინდისიერად. ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

შესვლის მონაცემები

ჩვენ გატყობინებთ, რომ ვებგვერდზე შესვლისას ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც აგზავნის თქვენი ბრაუზერი, რათა მას მიეწოდოს ვებგვერდზე შესასვლელად საჭირო მონაცემები. ეს შეიძლება მოიცავდეს ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის თქვენი კომპიუტერის ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი, ბრაუზერის ვერსია, ჩვენი საიტის მონახულებულ გვერდები, ამ გვერდებზე გატარებული დრო და სხვა.

მომსახურების მომწოდებელი

ჩვენ შეგვიძლია დავიქირაოთ მესამე პირი - კომპანიები ან ინდივიდები - შემდეგი მიზნებისათვის: მომსახურების გაუმჯობესება; მომსახურების გაწევა ჩვენი სახელით; მომსახურებასთან დაკავშირებული ქვე - მომსახურებები; მომსახურების ანალიზი.

ჩვენ გატყობინებთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ მხარეებს შესაძლებელია წვდომა ჰქონდე თქვენ პერსონალურ მონაცემებთან. ეს განპირობებულია იმ ვალდებულებებით, რაც აკისრიათ მათ ჩვენ მიმართ. თუმცა, ისინი ვალდებულებას იღებენ, რომ არ გაავრცელებენ ან გაამჟღავნებენ ამ ინფორმაციას სხვა მიზნით.

უსაფრთხოება

ჩვენ ვაფასებთ თქვენ ნდობას, რომ გვაწვდით პერსონალურ ინფორმაციას, ამიტომ ჩვენ ვიყენებთ ყველანაირ საშუალებს მის დასაცავად. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ინტერნეტით ინფორმაციის გაცვლისას არ არსებობს ელექტრონული წარმოების მეთოდი, რომელიც 100% უსაფრთხო და სანდოა, ამიტომ ჩვენ ვერ გაძლევთ აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას.

ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში

აღნიშნული კონფიდენციალურობის პოლიტიკა ექვემდებარება გადახედვას და შეცვლას. ამიტომ გირჩევთ, პერიოდულად გადახედოთ მას. ჩვენ შეგატყობინებთ ცვლილების განხორციელების თაობაზე. ცვლილება, ანდა დამატება ძალაში შედის www.ukve.ge -ზე გამოქვეყნებისთანავე.

კონტაქტი

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვების ან შემოთავაზებების შემთხვევაშიგთხოვთდაგვიკავშირდეთ: info@ukve.ge 


Security Policy for Facebook Authorization

Effective Date: 30.08.23

1. Introduction

This Security Policy outlines the measures and practices implemented by UKVE ("we," "us," "our") to ensure the security and privacy of users engaging in Facebook authorization on our website. This policy is designed to provide transparency and build trust in our data handling processes.

2. Scope

This policy applies to all interactions and processes related to Facebook authorization on ukve.ge It covers the collection, storage, transmission, and protection of user data obtained during the authorization process.

3. Data Collection and Usage

We collect the following data from users during the Facebook authorization process:

Facebook user ID

Basic profile information (name, profile picture, etc.)

Email address (if granted permission by the user)

Any additional information required for the application's functionality

We use this data solely for the purpose of authenticating users and providing the services offered on our website. We do not share, sell, or distribute this information to third parties without explicit user consent, except as required by law.

4. Data Security

We implement stringent security measures to protect the data collected during the Facebook authorization process:

Encryption: Data transmitted during the authorization process is encrypted using industry-standard protocols.

Access Control: Access to user data is restricted to authorized personnel only and is granted based on the principle of least privilege.

Storage: User data is stored securely on our servers using best practices to prevent unauthorized access.

Regular Audits: We conduct regular security audits to identify and address potential vulnerabilities in our systems.

5. Third-Party Services

Our website may use third-party services (e.g., Facebook's API) to facilitate the authorization process. We ensure that these services adhere to high security standards and comply with relevant data protection regulations.

6. User Consent

By engaging in the Facebook authorization process on our website, users explicitly consent to the collection, storage, and usage of their data as outlined in this policy. Users have the right to withdraw this consent at any time.

7. Data Retention

We retain user data collected during the Facebook authorization process for as long as necessary to provide the services outlined on our website or as required by applicable laws and regulations.

8. Updates to the Policy

We reserve the right to update this security policy to reflect changes in our practices, technologies, and legal requirements. Users will be notified of any significant changes, and their continued use of our services will signify their acceptance of the updated policy.

9. Contact Information

For any questions or concerns related to this security policy or our data practices, please contact us at info@ukve.ge