მიტანის სერვისი: 0 A

მოხმარების წესები და პირობები

უკვე-ს სერვისის მიღებამდე, გთხოვთ გაეცნოთ მოხმარების წესებსა და პირობებს და თანხმობის შემთხვევაში განაგრძოთ შეკვეთის პროცედურა.

ზოგადი დებულებები

1. "უკვე" (შემდგომში - "კომპანია") წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომლის რეკვიზიტებია: შპს "გრინ კაპიტალი", ს/კ: 404474662; იურიდიული მისამართი: დგებუაძის N1, თბილისი 0102, საქართველო, ტელ: +995599 23 44 66 ვებ-გვერდი: www.ukve.ge

2. თქვენს მიერ უკვე-ს ვებ-გვერდზე შესვლა და შემოთავაზებული სერვისის შეკვეთა გულისხმობს, რომ თქვენ ეთანხმებით და მზად ხართ შეასრულოთ წინამდებარე მოხმარების წესები და პირობები. 

 შეთანხმების საგანი

1. უკვე-სა და თქვენ შორის ურთიერთობა ეფუძნება შეთანხმებას, რომელიც დადებულად ითვლება, წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობისთანავე. წინამდებარე მოხმარების წესები და პირობები არის შეთანხმების პირობები.

2. შეთანხმების საგანს წარმოადგენს, უკვე-ს მიერ მის ვებ-გვერდზე შემოთავაზებული პროდუქტი და ამ პროდუქტის თქვენთვის სასურველ ადგილზე მიტანის მომსახურება, რის სანაცვლოდაც თქვენ იხდით წინასწარ განსაზღვრულ თანხას. თანხა შეიძლება გადაიხადოთ ნაღდი ფულითაც. ასევე შესაძლოა პერიოდულად მოხდეს პროდუქტებისა და სერვისების ჩამონათვალის განახლება.

3. ჩვენს ვებ-გვერდზე, პერიოდულად შემოგთავაზებთ ახალ კერძებს კვირის კერძის სახით.

4. შეკვეთის განხორციელების პროცედურა:

ა) ვებ გვერდზე აუცილებელია ელექტრონული რეგისტრაციის გავლა დადგენილი წესით.

ბ) სასურველი პროდუქტის არჩევის შემდეგ, კომპიუტერის ან სმარტფონის.

გამოყენებით ნიშნავთ მას და ამატებთ კალათში.

გ) სასურველი კერძების არჩევის შემდეგ კალათიდან გადადიხართ გადახდის გვერდზე, სადაც იხდით ბარათით ან ირჩევთ ნაღდი ფულით გადახდას და გადაუხდით უკვე-ს მიმტანს, რომელიც შეკვეთას მოგიტანთ ადგილზე.

დ) მიუთითეთ სწორი მისამართი, იმისთვის, რომ დროულად მოხდეს თქვენთვის სასურველი შეკვეთის მოტანა.

ე) შეკვეთილ პროდუქტს, საშუალოდ 30 წუთის განმავლობაში, თქვენთვის სასურველ მისამართზე, ჩვენი მიმტანი გადმოგცემთ.

 უკვე ვალდებულია

1. მიიღოს თქვენი შეკვეთა და შეასრულოს იგი იმ შემთხვევაში თუ მოცემულ მომენტში აქვს პროდუქტის საკმარისი მარაგი.

2. უზრუნველყოს პროდუქტის მიწოდება მითითებულ მისამართზე.

3. შეკვეთის მიღებიდან საშუალოდ 30 წუთის განმავლობაში მოგიტანოთ პროდუქტი მითითებულ ადგილზე.

4. იზრუნოს მომხმარებლის მიერ შევსებული პერსონალური მონაცემების დაცვაზე. 

 მომხმარებელი ვალდებულია

1. კომპანიას მიაწოდოს მისი ზუსტი და სანდო პერსონალური მონაცემები:

ა) სახელი.

ბ) ტელეფონის ნომერი.

გ) მისამართი.

2. მხოლოდ საკუთარი საბანკო ბარათით განახორციელოს გადახდა.

3. დროულად გამოართვას შეკვეთა უკვე-ს მიმტანს. 

 შეკვეთის წესი

1. შებრძანდით ვებ გვერდზე: www.ukve.ge

2. მიუთითეთ უბანი სადაც გსურთ შეკვეთის მიტანა. ჯერ-ჯერობით ჩვენ მხოლოდ თბილისის ცენტრალურ უბნებს ვემსახურებით, შესაბამისად ჩვენი სერვისით სარგებლობას შეძლებთ თუ სიაში იპოვნით თქვენს უბანს.

3. აირჩიეთ პროდუქტი, რომლის მიღებაც გსურთ. არჩეული პროდუქტი მოათავსეთ კალათში და გადადით გადახდის გვერდზე.

4. გაიარეთ რეგისტრაცია ჩვენს ვებ-გვერდზე. რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც მომხმარებლის სახელით, ისე ფეისბუქ ანგარიშით.

5. მიუთითეთ ტელეფონის ნომერი და სურვილის შემთხვევაში დაწერეთ კომენტარი კერძთან დაკავშირებით. აირჩიეთ ბარათით ან ნაღდი ფულით გადახდა.

6. ბარათის არჩევის შემთხვევაში განახორციელეთ გადახდა თქვენი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.

7. შეკვეთის დამადასტურებელი შეტყობინება ჩნდება თქვენს ეკრანზე.

8. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას იმ შეკვეთების თაობაზე, რომელიც მოხდება სხვა ვებ-გვერდზე ან სხვა ფორმით გარდა ჩვენს ვებ-გვერდზე და ამ წესებში მითითებული ფორმისა.

 გადახდის წესი

1. თითოეული პროდუქტის ფასი, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ მითითებულია ჩვენს ვებ-გვერდზე.

2. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, მომავალში შევცვალოთ პროდუქტის ფასები წინასწარი შეტყობინების გარეშე.

3. ვებ-გვერდზე მოცემული ფასები მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.

4. გადახდა წარმოებს როგორც ბარათით, ისე ნაღდი ფულით.

5. სასურველი პროდუქტის შეკვეთის და შესაბამისი საფასურის გადახდისთანავე თქვენ იძენთ პროდუქტს და მისი ადგილზე მიტანის სერვისს.

6. ადგილზე მიტანის სერვისის საფასური ასახულია კალათში.

7. თანხის დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ კომპანიის მიერ სერვისის განხორციელების, გაუქმების, შეკვეთილი პროდუქტის მიუწოდებლობის შედეგად და არ ვრცელდება მცირედი დაგვიანების, შეფერხების ან სხვა შემთხვევებზე, როცა შეკვეთა არსებითად სრულდება და დამკვეთი ღებულობს მას.

8. თუ კურიერმა შეკვეთილი პროდუქტის ნაცვლად სხვა პროდუქტი მოგაწოდათ, თქვენ უფლება გაქვთ არ ჩაიბაროთ ის, მოითხოვოთ შეკვეთილი პროდუქტის მიღება, ან ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, თქვენ მიერ გადახდილი თანხის დაბრუნებას.

9. მისამართის უზუსტობის გამო სერვისის კომპანიის მიერ გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებელს გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება.

10. თანხის დაბრუნება ხორციელდება, თანხის მხოლოდ იმავე ანგარიშზე დაბრუნებით, საიდანაც იყო გადახდილი, ან ნაღდი ფულის შემთხვევაში უშუალოდ შეკვეთის განმხორციელებელი პირისთვის დაბრუნებით.

11. ანაზღაურება განხორციელდება, სერვისის გაუქმებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში.

 ჩვენი პროდუქტი

1. უკვე-ს მიერ მოწოდებული პროდუქტი შეესაბამება საქართველოში ამ პროდუქტისათვის დადგენილ ხარისხის სტანდარტებს, დამზადებულია ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით.

2. ჩვენ ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის მხოლოდ 100%-ით ნატურალურ პროდუქტს. ჩვენ გვყავს სანდო მომწოდებლები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი პროდუქციის მიწოდების გამოცდილება და სარგებლობენ მაღალი ავტორიტეტით.

3. უკვე პასუხს არ აგებს იმ შეთხვევაში, თუ მომხმარებელს აქვს ალერგია, ან რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება შეძენილი საკვები პროდუქტის ან მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ. საკვები შესაძლოა შეიცავდეს ალერგიის გამომწვევ ინგრედიენტებს, ისეთებს როგორიცაა სეზამი, მიწის თხილი, ზღვის პროდუქტი და სხვა. პროდუქტში შემავალი ძირითადი ინგრედიენტების შესახებ ინფორმაცია მოცემულია თითოეული პროდუქტის აღწერილობაში, თუმცა ყველა ინგრედიენტის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა დაწვრილებით არ იყოს მოცემული. ამიტომ, პირებს განსაკუთრებული საკვები მოთხოვნილებებით ვურჩევთ უშუალოდ კომპანიაში გადაამოწმონ ინფორმაცია.

4. უკვე პასუხს არ აგებს პროდუქტის მიწოდების დაგვიანების გამო მიყენებული შესაძლო პირდაპირი და/ან არაპირდაპირი ზიანისათვის. ასეთ შემთხვევაში ანაზღაურდება მხოლოდ შეკვეთისას გადახდილი ღირებულება.

 დასკვნითი დებულებები

1. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი სერვისის ხარისხზე და გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება ჩვენი მომსახურების შესახებ. კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ukve.ge ან დაგვირეკეთ 599 23 44 66.

2. მოხმარების წესები და პირობები შედგენილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დავის წარმოშობის შემთხვევაში მხარეები ეცდებიან დავა გადაჭრან მოლაპარაკების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმეს განიხილავს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.