Gas money: 0 A

ბლოგი

რა მოხდა 8 მარტს?
რა მოხდა 8 მარტს?


გამარჯობა,


მე გიორგი ვარ, უკვეს კურიერი!


უკვე 8 თვეა ყოველდღე თქვენთან მომაქვს ჩვენი გემრიელი მენიუ, რომელიც სხვათა შორის, განახლებულია და ჩვენი გამოძახებების რაოდენობაზეც უკვე აისახა.
რაც აქ ვმუშაობს დღე არ გავა რამე კურიოზს, ან უცნაურ ამბავს არ გადავეყარო, მაგრამ ის რაც 8 მარტის აქციაზე მოხდა ყველაზე სახალისო და სასიამოვნო ამბავი ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში 


როგორც უკვე გითხარით, 8 მარტს აქცია გვქონდა ქალბატონებისთვის - მამაკაცებისთვის მშვენიერი შესაძლებლობა იყო, ორიგინალურად მიელოცათ საყარელი ქალისთვის ეს დღე, მათთვის შეკვეთილ მენიუზე ქალბატონებისთვის ჩვენც თაიგულებს ვჩუქნიდით.
იმ დღეს ბევრი შეკვეთა იყო... დაახლოებით 5 საათი იქნებოდა, ჩვენს ერთ-ერთ ობიექტზე მივედი შეკვეთის წასაღებად... რამდენმე შეკვრა სუში უნდა მიმეტანა საბურთალოზე, ერთ-ერთ ოფისში... ყვევილიც მოვიმარჯვე და ნახევარ საათში მივედი უკვე მისამართზე ვიყავი... ვურეკავ გოგონას:
- „გამარჯობა, შეკვეთა უკვე მოგიტანეთ... სად მოგაწოდოთ“?
- უი, რა შეკვეთა? მე არაფერი შემიკვეთია - გაკვირვებულია, მაგრამ გულის სიღმეში ნასიამოვნები და ღიმილშეპარული ხმა ვიგრძენი ტელეფონის ყურმილიდან
- დიახ, შეიძლება, მაგრამ ამ მისამართზე და ნომერზე მოგვცეს შეკვეთა.
- დიახ, დიახ... ამობრძანდით მესამეზე ლიფტით - და გამითიშა....
ერთ მოცუცქნულ, მოხატულსარკეებიან ლიფტში შევედი ამ ჩემი უზარმაზარი ზურგჩანთით(ეჭვი მაქვს რომელიმე არაბული კომპანიის ხელი უნდა ერიოს ამ ლიფტის შექმნაში :D ), გავიარე ოფისის გრძელი ლაბირინთები და დერეფნის ბოლოს გამოჩნდა 25-27 წლის გოგო... ცქმუტავს, ერთ ადგილას ვერ ჩერდება, თვალები აციმციმებული აქვს და ერთი სული აქვს ჩაიბაროს საჩუქარი...
შემიძღვა ოთახში.... ამოვალაგე ჩვენი სუში და გავუწოდე თაიგული:
- ეს თქვენთვის შეუკვეთეს და თაიგული კი ჩვენგან, გემრიელად მიირთვით - ვეუბნები
- აუუუ... დიდი მადლობააა!!!! - ცოტა გაწელილ-განაზებული ხმით მეუბნება!
სანამ ჩანთა შევკარი , ავიღე და კარისკენ გავეშურე ნელი ნაბიჯებით, მესმის ხმა...
- გიოოო, მადლობა, მივიღე შენი საჩუქარი...
- ----
- რაა? აბა ვინ?
- ----
- მეღადავები ხო? - იმედგაცრუება, უსაზღვროდ „გატეხილი“, სირცხვილნარევი ხმა იგრძნობოდა ზურგს უკან.
ინსტიქტურად გავჩერდი... კეფაზე ვგრძობ გოგო მზერას, რომელსაც ალბათ, ჩემი მოკვლა უნდა... აი, ისიც!...
-ერთი წუთით... - მაჩერებს... მაგრამ რად მინდა დაძახება, ფეხს ვერ ვადგამ, ვხვდები რომ მაგრად გავუფუჭე ვიღაცას საქმე....- უკაცრავად, ვისთან მიგქონდათ ეს შეკვეთა?
- დავხედე ფურცელს, ვკითხულობ სახელს და გვარს , ტელეფონის ნომერს , რომლის ბოლოს ორი ციფრიც ამ შემთხვევაში უნდა ვთქვა, რომ მიხვდეთ მთელს ამბავს - 5------30
- არა, გენაცვალე, ჩემი ნომერი 5-----38-ია, და მე თათია არ მქვია... ეგ ჩემი თანამშრომლის ნომერია!- და ვგრზნობ რომ საცაა აკივლდება... მეორე ოთახიდან ამასობაში გამოვიდა 2 გოგო, შეწუხებული სახეებით - „რა ხდება? რა გჭირს?“
და აი თურმე რა მოხდა.... გოგონა, რომელსც არასწორად მივუტანე შეკვეთა, 1 კვირით ადრე კონფლიქტი მოსვლია, როგორც მივხდი, ან შეყვაებუთან ან საქმროსთან. მოლოდინის კვირის შემდეგ კი ვჩნდები მე, რომელიც ვეუბები , რომ საჩუქარი გამოგიგზავნეს ყვავილებთან ერთად-მეთქი. ის ბედნიერი კი სხვას რას იფიქრებდა, მაშინვე აიღო ტელეფონი და დარეკა, მაგრამ...არც კი მინდა წარმოვიდგინო იმ დროს რას იგრძნობდა....
მოკლედ, გოგო ცრემლებს სიმწრით იკავებდა, გაწითლდა, აკანკალდა.... მოკლედ, ჩემ გამო ცუდ დღეში ჩავარდა... ეს სულ რაღაც ერთ წუთს გაგრძელდა...

და ამ დროს რეკავს ტელეფონი... შეყვარებული თუ საქმრო იყო.... იფიქრა ალბათ, სანამ მე აქ ვებუტები , სხვას დაუწყია საჩუქრების გაგზავნაო :D იეჭვიანა თუ არ ვიცი... მოკელედ, სანამ მე სწორი ადრესატი ვიპოვე, ჩავაბარე ეს ჩემი სუში და ყვავილები, რომელიც უკან მომაჩეჩა პირველმა და მშვიდად გავეცლებოდი იქაურობას, ეს გოგონა, გაბადრულ-განაზებული სახით მიდი-მოდიოდა აივანზე... წამოსვლისას ხელიც კი ბედნიერად დამიქნია...
ასე მოვუგვარეთ მე და უკვე ჩვენდაუნებურად ორ შეყვარებულს ალბათ სულელური პრობლემა 
პ.ს. ზოგჯერ კორპორატიული ნომრები რამდენ კარგ „შარს“ გადაგყრის :D

მომავალ ისტორიამდე <3

 

მსგავსი სტატიები

სატესტო სტატია

საბეჭდი და ტიპოგრაფიული ინდუსტრიის უშინაარსო ტექსტია. იგი სტანდარტად 1500-იანი წლებიდან იქცა, როდესაც უცნობმა მბეჭდავმა ამწყობ დაზგაზე წიგნის საცდელი ეგზემპლარი დაბეჭდა. მისი ტექსტი არამარტო 5 საუკუნის მანძილზე შემორჩა, არამედ მან დღემდე, ელექტრონული ტიპოგრაფიის დრომდეც უცვლელად მოაღწია. განსაკუთრებული პოპულარობა მას 1960-იან წლებში გამოსულმა Letraset-ის ცნობილმა ტრაფარეტებმა მოუტანა, უფრო მოგვიანებით კი — Aldus PageMaker-ის ტიპის საგამომცემლო პროგრამებმა, რომლებშიც Lorem Ipsum-ის სხვადასხვა ვერსიები იყო ჩაშენებული.



Read more