Gas money: 0 A

ბლოგი

ამბავი უკველი "რომეოსი"
 ამბავი უკველი "რომეოსი"


თქვენ ალბათ გგონიათ, რომ ჩემი მეგობრები გამოგონილი გმირები არიან - განსხვავებული ტყუპები მა და კი, რომლებიც ყოველთვის კამათობენ, ენამწარე ვასაბი და დეპრესიული ჯინჯერი ან ყოველთვის გაწონასწორებული და მშვიდი სო იო. არა, ესენი რეალური ადამიანების, ჩვენი გუნდის წევრების პროტოტიპები არიან. ამ ისტორიას ვრცლად შემდეგში მოგიყვებით. ახლა კი, მინდა ჩვენი კიდევ ერთი, უფრო სწორად, ორი მეგობრის ამბავი მოგიყვეთ და თქვენგან რჩევები მივიღო.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ წვიმიან დღეს ჩვენს ოფისში პატარა, საყვარელი, წითური გოგო შემოვიდა. მისი პირველი დღე იყო ჩვენს გუნდში. ნამდვილ სახელს არ ვიტყვი, არ მინდა შერცხვეს. ყველაფერზე ლოყები უწითლდებოდა და დაბნეული აფახულებდა გრძელ წამწამებს. პატარა წიწილასავით იყო და ასეც შეერქვა. ჰოდა ეს პატარა, გალუმპული წიწილა ჩვენს გუნდს წარვუდგინე. ისიც მორიდებული ბავშვივით თავდახრილი იდგა და მორცხვად იღიმოდა.
ყველამ, რა თქმა უნდა, დიდი სითბოთი და სიყვარულით მივიღეთ, სხვანაირად შეუძლებელია მოექცე. თითქოს გაიძულებს გიყვარდეს - ოჯახში პატარა წევრი რომ შეგემატება და ყველა რომ უფრთხილდება, ისე გახდა ჩვენთვის.
,,წიწილიკო ყავა ხომ არ გინდა?“
,,წიწილ, ხომ არ ვჭამოთ?“
,,გოგო, რას დადიხარ კედებით ამ სიცივეში?!“
და ასე ყველა... ყველა, ერთი უცნაური ბიჭის გარდა.
ეს ბიჭი Iთ დეპარტამენტში მუშაობს და ალბათ, როგორც სტანდარტული დეველოპერი, დიდი კომუნიკაბელურობით არასდროს გამოირჩევა. ცოტა უჟმურიც კია, ვერ გაიგებ როდის რა უხარია და სწყინს. მაგრამ მაინც კარგი ბიჭია

მსგავსი სტატიები

სატესტო სტატია

საბეჭდი და ტიპოგრაფიული ინდუსტრიის უშინაარსო ტექსტია. იგი სტანდარტად 1500-იანი წლებიდან იქცა, როდესაც უცნობმა მბეჭდავმა ამწყობ დაზგაზე წიგნის საცდელი ეგზემპლარი დაბეჭდა. მისი ტექსტი არამარტო 5 საუკუნის მანძილზე შემორჩა, არამედ მან დღემდე, ელექტრონული ტიპოგრაფიის დრომდეც უცვლელად მოაღწია. განსაკუთრებული პოპულარობა მას 1960-იან წლებში გამოსულმა Letraset-ის ცნობილმა ტრაფარეტებმა მოუტანა, უფრო მოგვიანებით კი — Aldus PageMaker-ის ტიპის საგამომცემლო პროგრამებმა, რომლებშიც Lorem Ipsum-ის სხვადასხვა ვერსიები იყო ჩაშენებული.



Read more