მიტანის სერვისი: 0 A

ბლოგი

რა მოხდება 25 აპრილს?
რა მოხდება 25 აპრილს?

რა მოხდება 25 აპრილს?
ნუ ღელავთ, ბროლის ბურთით მკითხაობას არ ვაპირებ და არც ასტროლოგიურ პროგნოზს გთავაზობთ!
ჩემს ერთ წამოწყებაზე უნდა მოგიყვეთ...
ბოლო 10 წელია, ჩვენი ქვეყანა განებივრებულია სასიამოვნო მუსიკალური ფესტივალებით, ღონისძიებებით... ბევრ განვითარებულ ქვეყანას შეშურდება, ისეთ არტისტებს დაუკრავთ ჩვენს სცენებზე...
გაიგებდით, ალბათ, რომ მალე, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკალური ფესტივალი თბილისი Open Air წელს იუბილერია და აგერ უკვე მეათედ გამართავს ფანტასტიურ ივენთებს.
ვიფიქრე, უკვეს გუნდიდან მარტო მე და ჩემი მეგობრები ხომ არ ვისიამოვნებთ ამ ფესტივალით-მეთქი და, გადავწყვიტე, ჩვენი ერთგული და საყვარელი მომხმარებლებისთვისაც გაგვეკეთებინა საჩუქარი... და რადგან თქვენ ასე ბევრნი ხართ, ჩემმა სო-იომ გათამაშების აზრიც შემომთავაზა...
მაშ ასე... 25 აპრილის ჩათვლით თქვენ, ყველა, ვინც ჩვენი საიტიდან შეუკვეთავს ნებისმიერ კერძს, სულ ერთია რამდენჯერ, ყოველ შეკვეთაზე მიიღებს უნიკალურ კოდს დაახლოებით აი ასეთს - #012345. ეს კოდი დაიმახსოვრეთ და დაელოდეთ 25 აპრილს.
და რა მოხდება 25 აპრილს???
საღამოს 7 საათზე თქვენი ყველას გათამაშების კოდები შეიკრიბება ერთ დოლურაში და პირდაპირ ეთერში თბილისი Open Air 2019-ის ვაუჩერი გათამაშდება.
არ დაგავიწყდეთ ამ გათამაშების ფარგლებშიც მოქმედებს ფასდაკლების პრომო კოდი LoveUkve
მოკლედ, საჩუქრებისა და სიურპრიზების ცვენა გვაქვს უკვეში!
ასე, რომ შეუკვეთე და ნუ გამოტოვებ Open Air-ზე მოხედრის შანსს!
თქვენი ჰასი!

მსგავსი სტატიები

ბატონი ჰასი

 

 

რამდენიმე კვირაა რაც აქ ვარ და უკვე ბევრი საინტერესო ამბავი გადამხდა... ხოდა, ვიფიქრე, რატომაც არა... მოვყვებით ჩემს შესახებ, ჩემს , ჩვენს ამბებს და ცოტა უფრო სხვანაირად დაგანახებთ აქაურ ცოტა გიჟირ, ზოგჯერ ქაოსურ, მაგრამ ძალიან სახალისო ამბებს...
ჰო, მრათლა, მე ჰასი ვარ... ჩემი სახელი იაპონურიდან მოდის დ ა „ჩხირებს“ ნიშნავს... ვიცი, ვიცი... სანამ ზოგიერთი მოჰყვება ღრმად განსწავლულობას იაპონურ გრამატიკა-ლიტერატურა-მორფოლოგი-სინტაქსებში, დაგასწრებთ და გეტყვით- ვიცი, იაპონურად „ჰაშია“ სწორი, თუმცა ჰაში ცოტა სხვა ასოციაციებთან მიდის, ამიტომაც გადავწყვიტე „ჰასი“ვყოფილიყავი...
ასე, რომ დღეიდან შეგიძლიათ ჰასი სამა - ბატონი ჰასი მიწოდოთ.... ნუ, თუ უფრო ფამილიარულობა გსურთ, მხოლოდ ჰასისაც სიამოვნებით დავჯერდები



Read more
რა მოხდა 8 მარტს?


გამარჯობა,


მე გიორგი ვარ, უკვეს კურიერი!


უკვე 8 თვეა ყოველდღე თქვენთან მომაქვს ჩვენი გემრიელი მენიუ, რომელიც სხვათა შორის, განახლებულია და ჩვენი გამოძახებების რაოდენობაზეც უკვე აისახა.
რაც აქ ვმუშაობს დღე არ გავა რამე კურიოზს, ან უცნაურ ამბავს არ გადავეყარო, მაგრამ ის რაც 8 მარტის აქციაზე მოხდა ყველაზე სახალისო და სასიამოვნო ამბავი ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში...



Read more