მიტანის სერვისი: 0 A

ბლოგი

რა მოხდა 8 მარტს?
რა მოხდა 8 მარტს?


გამარჯობა,


მე გიორგი ვარ, უკვეს კურიერი!


უკვე 8 თვეა ყოველდღე თქვენთან მომაქვს ჩვენი გემრიელი მენიუ, რომელიც სხვათა შორის, განახლებულია და ჩვენი გამოძახებების რაოდენობაზეც უკვე აისახა.
რაც აქ ვმუშაობს დღე არ გავა რამე კურიოზს ან უცნაურ ამბავს არ გადავეყარო, მაგრამ ის რაც 8 მარტს მოხდა ყველაზე სახალისო და სასიამოვნო ამბავია ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში 


როგორც უკვე გითხარით, 8 მარტს აქცია გვქონდა ქალბატონებისთვის - მამაკაცებისთვის მშვენიერი შესაძლებლობა იყო, ორიგინალურად მიელოცათ საყარელი ქალისთვის ეს დღე, მათთვის შეკვეთილ მენიუზე ქალბატონებისთვის ჩვენც თაიგულებს ვჩუქნიდით.
იმ დღეს ბევრი შეკვეთა იყო... დაახლოებით 5 საათი იქნებოდა, ჩვენს ერთ-ერთ ობიექტზე მივედი შეკვეთის წასაღებად... რამდენმე შეკვრა სუში უნდა მიმეტანა საბურთალოზე, ერთ-ერთ ოფისში... ყვავილიც მოვიმარჯვე და 15 წუთში უკვე მისამართზე ვიყავი... ვურეკავ გოგონას:


- „გამარჯობა, შეკვეთა უკვე მოგიტანეთ... სად მოგაწოდოთ“?
- უი, რა შეკვეთა? მე არაფერი შემიკვეთია - გაკვირვებულია, მაგრამ გულის სიღმეში ნასიამოვნები და ღიმილშეპარული ხმა ვიგრძენი ტელეფონის ყურმილიდან
- დიახ, შეიძლება, მაგრამ ამ მისამართზე და ნომერზე მოგვცეს შეკვეთა.
- დიახ, დიახ... ამობრძანდით მესამეზე ლიფტით - და გამითიშა....
ერთ მოცუცქნულ, მოხატულსარკეებიან ლიფტში შევედი ამ ჩემი უზარმაზარი ზურგჩანთით(ეჭვი მაქვს რომელიმე არაბული კომპანიის ხელი უნდა ერიოს ამ ლიფტის შექმნაში :D ), გავიარე ოფისის გრძელი ლაბირინთები და დერეფნის ბოლოს გამოჩნდა 25-27 წლის გოგო... ცქმუტავს, ერთ ადგილას ვერ ჩერდება, თვალები აციმციმებული აქვს და ერთი სული აქვს ჩაიბაროს საჩუქარი...
შემიძღვა ოთახში.... ამოვალაგე ჩვენი სუში და გავუწოდე თაიგული:


- ეს თქვენთვის შეუკვეთეს და თაიგული კი ჩვენგან, გემრიელად მიირთვით - ვეუბნები
- აუუუ... დიდი მადლობააა!!!! - ცოტა გაწელილ-განაზებული ხმით მეუბნება!
სანამ ჩანთა შევკარი , ავიღე და კარისკენ გავეშურე ნელი ნაბიჯებით, მესმის ხმა...
- გიოოო, მადლობა, მივიღე შენი საჩუქარი...
- ----
- რაა? აბა ვინ?
- ----
- მეღადავები ხო? - იმედგაცრუება, უსაზღვროდ „გატეხილი“, სირცხვილნარევი ხმა იგრძნობოდა ზურგს უკან.
ინსტიქტურად გავჩერდი... კეფაზე ვგრძნობ გოგოს მზერას, რომელსაც, ალბათ, ჩემი მოკვლა უნდა... აი, ისიც!...


-ერთი წუთით... - მაჩერებს... მაგრამ რად მინდა დაძახება, ფეხს ვერ ვადგამ, ვხვდები რომ მაგრად გავუფუჭე ვიღაცას საქმე....- უკაცრავად, ვისთან მიგქონდათ ეს შეკვეთა?
- დავხედე ფურცელს, ვკითხულობ სახელსა და გვარს , ტელეფონის ნომერს , რომლის ბოლოს ორი ციფრიც ამ შემთხვევაში უნდა ვთქვა, რომ მიხვდეთ მთელს ამბავს - 5------30
- არა, გენაცვალე, ჩემი ნომერი 5-----38-ია, და მე თათია არ მქვია... ეგ ჩემი თანამშრომლის ნომერია!- და ვგრძნობ რომ საცაა აკივლდება... მეორე ოთახიდან ამასობაში გამოვიდა 2 გოგო, შეწუხებული სახეებით - „რა ხდება? რა გჭირს?“

და აი თურმე რა მოხდა.... გოგონას, რომელსაც არასწორად მივუტანე შეკვეთა, 1 კვირით ადრე კონფლიქტი მოსვლია, როგორც მივხდი, ან შეყვარებულთან ან საქმროსთან.

 

მოლოდინის კვირის შემდეგ კი ვჩნდები მე, რომელიც ვეუბები , რომ საჩუქარი გამოგიგზავნეს ყვავილებთან ერთად-მეთქი. ის ბედნიერი კი სხვას რას იფიქრებდა, მაშინვე აიღო ტელეფონი და დარეკა, მაგრამ...არც კი მინდა წარმოვიდგინო იმ დროს რას იგრძნობდა....
მოკლედ, გოგო ცრემლებს სიმწრით იკავებდა, გაწითლდა, აკანკალდა.... მოკლედ, ჩემ გამო ცუდ დღეში ჩავარდა... ეს სულ რაღაც ერთ წუთს გაგრძელდა...

 

და ამ დროს რეკავს ტელეფონი... შეყვარებული თუ საქმრო იყო.... იფიქრა ალბათ, სანამ მე აქ ვებუტები , სხვას დაუწყია საჩუქრების გაგზავნაო :D იეჭვიანა თუ არ ვიცი... მოკელედ, სანამ მე სწორი ადრესატი ვიპოვე, ჩავაბარე ეს ჩემი სუში და ყვავილები, რომელიც უკან მომაჩეჩა პირველმა და მშვიდად გავეცლებოდი იქაურობას, ეს გოგონა, გაბადრულ-განაზებული სახით მიდი-მოდიოდა აივანზე... წამოსვლისას ხელიც კი ბედნიერად დამიქნია...


ასე მოვუგვარეთ მე და უკვემ ჩვენდაუნებურად ორ შეყვარებულს, ალბათ, სულელური პრობლემა 
პ.ს. ზოგჯერ კორპორატიული ნომრები რამდენ კარგ „შარს“ გადაგყრის :D

მომავალ ისტორიამდე <3

 

მსგავსი სტატიები

ბატონი ჰასი

 

 

რამდენიმე კვირაა რაც აქ ვარ და უკვე ბევრი საინტერესო ამბავი გადამხდა... ხოდა, ვიფიქრე, რატომაც არა... მოვყვებით ჩემს შესახებ, ჩემს , ჩვენს ამბებს და ცოტა უფრო სხვანაირად დაგანახებთ აქაურ ცოტა გიჟირ, ზოგჯერ ქაოსურ, მაგრამ ძალიან სახალისო ამბებს...
ჰო, მრათლა, მე ჰასი ვარ... ჩემი სახელი იაპონურიდან მოდის დ ა „ჩხირებს“ ნიშნავს... ვიცი, ვიცი... სანამ ზოგიერთი მოჰყვება ღრმად განსწავლულობას იაპონურ გრამატიკა-ლიტერატურა-მორფოლოგი-სინტაქსებში, დაგასწრებთ და გეტყვით- ვიცი, იაპონურად „ჰაშია“ სწორი, თუმცა ჰაში ცოტა სხვა ასოციაციებთან მიდის, ამიტომაც გადავწყვიტე „ჰასი“ვყოფილიყავი...
ასე, რომ დღეიდან შეგიძლიათ ჰასი სამა - ბატონი ჰასი მიწოდოთ.... ნუ, თუ უფრო ფამილიარულობა გსურთ, მხოლოდ ჰასისაც სიამოვნებით დავჯერდები



Read more
ესე ამბავი ქართული და იაპონური მეგობრობისა..

 

ესე ამბავი ქართული და იაპონური მეგობრობისა...


უკვე რამდენიმე თვეა ყოველდღე ველოდები იმ მომენტს, როცა ამ ძალიან ძალიან მაგარ ამბავს შეგატყობინებდით. და ეს დღეც დადგა!
მეგობრებო, ზუსტად 1 კვირაში ტოკიოს ერთ-ერთ უბანში უკვეს ფილიალი გაიხსნება და ადგილობრივ იაპონელებს, მათ სტუმრებს, ტურისტებს ჩვენი, ქართველი შეფ-მზარეულის მომზადებული სუშით და, არა მხოლოდ, გავუმასპონძლდებით. 
საოცარია ხო? 

 



Read more