მიტანის სერვისი: 0 A

ბლოგი

ესე ამბავი ქართული და იაპონური მეგობრობისა..
ესე ამბავი ქართული და იაპონური მეგობრობისა..

 

 

ესე ამბავი ქართული და იაპონური მეგობრობისა...


უკვე რამდენიმე თვეა ყოველდღე ველოდები იმ მომენტს, როცა ამ ძალიან ძალიან მაგარ ამბავს შეგატყობინებდით. და ეს დღეც დადგა!
მეგობრებო, ზუსტად 1 კვირაში ტოკიოს ერთ-ერთ უბანში უკვეს ფილიალი გაიხსნება და ადგილობრივ იაპონელებს, მათ სტუმრებს, ტურისტებს ჩვენი, ქართველი შეფ-მზარეულის მომზადებული სუშით და, არა მხოლოდ, გავუმასპონძლდებით.
საოცარია ხო?
ახლა ამას კითხულობ და, ალბათ, წარბები აწიე და თვალები გაგიფართოვდა გაკვირვებისგან... თან გეუცნაირება და თან აშკარად მაგარი ამბავია არა?
დიახ, მეც ასეთი რეაქცია მქონდა როცა ეს იდეა პირველად ჩვენმა იაპონელმა სტუმარმა ბ-მა კასიმოტომ შემოგვთავაზა...
ის აგერ უკვე მერამდენედ ესტუმრა საქართველოს და ნელ-ნელა აქაურო მეგობრებიც გაიჩინა... რამდენიმე თვის წინ კასიმოტო რამდენიმე ქართველ მეგობართან ერთად ფაბრიკას ესტუმრა და ჩვენი სუში დააგემოვნა... კმაყოფილება ვერ დამალა… ჩვენს შეფს გაესაუბრა, რამდენიმე რჩევაც მისცა...

გავიდ-გამოვიდა, იფიქრა, იმსჯელა და ჩვენს მენეჯმენტათან საქმიანი წინადადებით მივიდა...
როგორც აღმოჩნდა, კასიმოტოს რამდენიმე სუშის ბარი ჰქონია ტოკიოში. მიგეხსენებათ, რთულია იაპონელი სუშით გააკვირვო, ამიტომ სრულიად ახალი კომცეფციის მოფიქრება და დანერგვა ჰქონდა გადაწყვეტილი და აი, აქ , თბილისში, ჩვენთან გადაწყვიტა, იაპონირ-ქართული კოლაბორაციით სრულიად ახალი კონცეფციის სუშის ბარი გაეკეთებინა და ტოკიოელებს განსხვავებულუ გარემო და მენიუ შეეთავაზებინა...
ამის შემდეგ ბევრი თვე გავიდა და დღეს უკვე მზად ვართ სიხარულით გაცნობოთ- ზუსტად 1 კვირაში “უკვე“ უკვე ტოკიოშიც იქნება წარმოდგენილი!
გრანდიოზული გახსნის ფოტო და ვიდეო მასალას მალე შემოგთავაზებთ!
p.s.მოგზაუროებო, ტოკიოში თუ მოხვდებით, აუცილებლად შემოგვიარეთ.
p.p.s. ხო მართლა, დღეს პირველი აპრილია!

თქვენი ჰასიJ

მსგავსი სტატიები

ბატონი ჰასი

 

 

რამდენიმე კვირაა რაც აქ ვარ და უკვე ბევრი საინტერესო ამბავი გადამხდა... ხოდა, ვიფიქრე, რატომაც არა... მოვყვებით ჩემს შესახებ, ჩემს , ჩვენს ამბებს და ცოტა უფრო სხვანაირად დაგანახებთ აქაურ ცოტა გიჟირ, ზოგჯერ ქაოსურ, მაგრამ ძალიან სახალისო ამბებს...
ჰო, მრათლა, მე ჰასი ვარ... ჩემი სახელი იაპონურიდან მოდის დ ა „ჩხირებს“ ნიშნავს... ვიცი, ვიცი... სანამ ზოგიერთი მოჰყვება ღრმად განსწავლულობას იაპონურ გრამატიკა-ლიტერატურა-მორფოლოგი-სინტაქსებში, დაგასწრებთ და გეტყვით- ვიცი, იაპონურად „ჰაშია“ სწორი, თუმცა ჰაში ცოტა სხვა ასოციაციებთან მიდის, ამიტომაც გადავწყვიტე „ჰასი“ვყოფილიყავი...
ასე, რომ დღეიდან შეგიძლიათ ჰასი სამა - ბატონი ჰასი მიწოდოთ.... ნუ, თუ უფრო ფამილიარულობა გსურთ, მხოლოდ ჰასისაც სიამოვნებით დავჯერდები



Read more
რა მოხდა 8 მარტს?


გამარჯობა,


მე გიორგი ვარ, უკვეს კურიერი!


უკვე 8 თვეა ყოველდღე თქვენთან მომაქვს ჩვენი გემრიელი მენიუ, რომელიც სხვათა შორის, განახლებულია და ჩვენი გამოძახებების რაოდენობაზეც უკვე აისახა.
რაც აქ ვმუშაობს დღე არ გავა რამე კურიოზს, ან უცნაურ ამბავს არ გადავეყარო, მაგრამ ის რაც 8 მარტის აქციაზე მოხდა ყველაზე სახალისო და სასიამოვნო ამბავი ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში...



Read more